ფხენიანის მუქარა

ჩრდილოეთ კორეა: „ომი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს“
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან ბოლო სამხედრო საკომუნიკაციო არხი დახურა, რამაც კორეის ნახევარკუნძულზე დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდა. ფხენიანის მიერ სეულისთვის გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია საჭირო აღარ არის, რადგან „ომი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს“. აღნიშნული განცხადება ტელევიზიითაც გადაიცა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა.

„ჩრდილოეთ კორეის საომარი რიტორიკა და მუქარები იწვევს დაძაბულობის გაზრდას და აშინებს სხვებს. ჩრდილოეთ კორეა ასეთი პროვოკაციებით ვერაფერს მიაღწევს და მხოლოდ თავად ჩრდილოეთ კორეის იზოლირებას გამოიწვევს,“ - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯორჯ ლითლიმ.