ხვიჩა მღებრიშვილის 85 დღიანი ტყვეობა ცხინვალში დასრულდა

Your browser doesn’t support HTML5

მეჯვრისხევში მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია. რუსმა მესაზღვრეებმა ის 3 ივლისს, სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, შემდეგ კი "გაარკვიეს", რომ მღებრიშვილი აქ ღამურების დაჭერას გეგმავდა, რომელიც შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის უნდა მიეყიდა.