ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

"რადიო თავისუფლების" ფოტო

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ამა წლის 3 ივლისს დააკავეს.

ასევე ნახეთ: გაეროს 54 ქვეყნის ერთობლივი რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა შესახებ

მისი დაკავებისთანავე, ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილის მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი ღამურები იყო.

მათივე მტკიცებით, ის დასახლებულ პუნქტებში ღამურების მოძებნას აპირებდა და შემდგომში, საქართველოს ტერიტორიაზე მათ რეალიზაციას ისახავდა მიზნად.

ასევე ნახეთ: საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ვაშინგტონსა და გაეროში

"კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი", - თქვა მღებრიშვილმა გათავისუფლების მომენტში.