კენედის ცენტრში საიუბილეო სეზონი გაიხსნა

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონში, კენედის ცენტრში 50-ე საიუბილეო სეზონი გაიხსნა. პანდემიის შემდეგ, მუსიკოსები და შემსრულებლები ცენტრის სამივე წამყვან სცენაზე ბრუნდებიან. ეს პირველი შემთხვევაა, 2020 წლის მარტში გამოცხადებული კარანტინიდან შემდეგ, როდესაც კენედის ცენტრის საკონცერტო დარბაზი მაყურებლით სრულად შეივსო.