იორდანიამ ჯარისკაცს განაჩენი გამოუტანა ამერიკელების მკვლელობისთვის

იორდანიის სამხედრო სასამართლომ, გასულ წელს, სამი ამერიკელი სამხედრო მრჩევლის მკვლელობისთვის ჯარისკაცს განაჩენი გამოუტანა.

სასამართლომ მარიქ ალ-თუვაიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს მძიმე იძულებითი შრომა-გასწორების ციხეში მოიხდის.

იორდანელმა დანაშაული არ აღიარა. მისმა ადვოკატმა თქვა, რომ დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მაგრამ განაჩენს გაასაჩივრებს.

მკვლელობა ნოემბერში, იორდანიის სამხედრო ბაზის ჭიშკართან მოხდა.