კოლორადოს ტრაგედიის გამოძიება გრძელდება

7 იანვარს იგეგმება წინასწარი სასამართლო მოსმენა ჯეიმს ჰოლმსის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ ივლის კოლორადოს კინო თეატრში უდანაშაულო ადამიანები მოკლა.
ეჭვმიტანილის წინააღმდეგ პროკურორები ბრალდებას 142 მუხლით ითხოვენ. ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 58 დაიჭრა.

მოსმენა ერთი კვირა გაგრძელდება, როცა პროკურორებს პირველად ექნებათ საშუალება საჯაროდ დააფიქსირონ ბრალდების დეტალები. თუმცა მათ არ გადაუწყვეტიათ მოითხოვენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს აღმკვეთი ღონისძიების სახით.