პოლიციის რეიდები იტალიაში

პოლიციის რეიდები იტალიაში

იტალიის პოლიციამ დღეს რეიდები განახორციელა და შაბათ-კვირას მომხდარ არეულობაში ჩართული პირები დააპატიმრა. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების თქმით, წლების განმავლობაში რომს ასეთის სახის გამოსვლები არ უნახავს. ოფიციალური პირების განცხადებით, ათობით ადამიანი დაზარალდა და ასევე ზიანი მიადგა კერძო საკუთრებასაც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. იტალიაში საპროტესტო ტალღა ამერიკაში „დიაკავე უოლ სტრიტის“ აქციის პარალელურად დაიწყო და მასობრივ მღელვარებაში გადაიზარდა.