ბერლუსკონი თანამდებობას ინარჩუნებს

ბერლუსკონი თანამდებობას ინარჩუნებს

იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სენატსა და ქვედა პალატაში ნდობის საკითხში კენჭისყრას გადაურჩა და შესძლო პოსტის შენარჩუნება.

74 წლის მედია მაგნატის წინააღმდეგ ბევრი სხვადასხვა ბრალდება არსებობს, მათ შორის ის ბრალდება, რომ მისმა მრჩევლები დღევანდელი კენჭისყრისას ხმების გაყალბებას ცდილობდნენ.

ბერლუსკონის მოწინააღმდეგეები დღეს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში შეიკრიბნენ თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატად ამჟამინდელი მთავრობის მოქმედებების გამო.