ამერიკელმა, რომელიც დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს გაექცა, აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდა და იმ დროს მართებულად არ ფიქრობდა.
„მე მივიღე არასწორი გადაწყვეტილება, როცა მოსულში წავედი"-თქვა მოჰამად ჯამალ ხუვეისმა.
მიმდინარე კვირას, 26 წლის ახალგაზრდა კაცი ქურთისტანის ფეშმერგას მებრძოლებს ჩაბარდა ერაყის ქალაქ სინჯართან. ხუვეისი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და ვაშინგტონთან ახლოს გაიზარდა.