„ოცნებამ“ გენერალურ პროკურორად შოთაძე დააბრუნა

Your browser doesn’t support HTML5

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ისევ ირაკლი შოთაძე შეარჩია. მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს, 36 წლის შოთაძე საქართველოს ისტორიაში გახდება რიგით მესამე გენპროკურორი, რომელიც ამ თანამდებობაზე მეორე ვადით იმუშავებს. პირველი ვახტანგ რაზმაძე იყო, მეორე კი ზურაბ ადეიშვილი.