ალექსანდრე ქართველის მემკვიდრეობას ამერიკაში ქართველის ასოციაცია აგრძელებს

Your browser doesn’t support HTML5

ალექსანდრე ქართველიშვილი გენიალური ავიაინჟინერი იყო და მის მიერ შექმნილი თვითმფრინავები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში დღესაც გამოიყენება. ის ამერიკის სამხედრო ავიაციის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც შეიძლება ჩაითვალოს. ამერიკელმა რიჩარდ რუბინმა მის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ქართველის ასოციაცია დააარსა.