ჰაკერების 25 კაციანი ჯგუფი დაპატიმრებულია

Hackers

ინტერპოლმა ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში მოქმედი ანონიმუსის სახელით ცნობილი ჰაკერების 25 კაციანი ჯგუფი დააპატიმრა.

საერთაშორისო საგამოძიებო სააგენტოს განცხადების თანახმად დაკავებულთა ასაკი 17-დან 40 წლამდეა. ისინი მსოფლიოს 15 ქალაქში აიყვანეს. ოპერაციის დროს 250-მდე კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

ანონიმუსის წევრი 4 ჰაკერი ესპანეთში დააპატიმრეს. ერთ-ერთი მათგანი უკანონო ინტერნეტ საქმიანობას ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკაში ხელმძღვანელობდა.

ამ ორგანიზაციის სხვა წევრები არგენტინაში, კოლუმბიასა და ჩილეში დააკავეს.