პრესის თავისუფლება

ამერიკელი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესების დასაცავად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მისია თავისუფლების ხელშეწყობაა. ამას დეპარტამენტი უფრო დემოკრატიული, უსაფრთხო და ეკონომიკურად განვითარებული სამყაროს აშენებით ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია მთავრობამ ისეთი პირობები შექმნას, რომლებიც პრესის თავისუფლებას შეუწყობს ხელს.

შეერთებულ შტატებში პრესის თავისუფლებას კონსტიტუცია იცავს. ამერიკის მთავრობა, როგორც უცხოური ასევე ადგილობრივი პრესის მუშაობას ხელს რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით უწყობს.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ უცხოელ ჟურნალისტებს,“ აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მედიასთან ურთეირეთობის სპეციალისტი დევის ბენტონი. „მათ მოსწონთ ფაქტი, რომ მათთვის სპეციალური ოფისი გვაქვს შექმნილი. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ვაშინგტონში დაფუძნებულ უცხოელ ჟურნალისტებს.“ დევიდ ბენტონი საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს საერთაშორისო მედიის განყოფილებაში მუშაობს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ვაშინგტონსა და ნიუ იორკში უცხოური პრესის ცენტრები აქვს შექმნილი, რომლებიც ჟურნალისტებს ამეიკაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში ეხმარება. ცენტრების დანიშნულება ამერიკის შესახებ დაბალანსებული, ზუსტი და პირველ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე შექმნა ეგრეთ წოდებული, სახელმწიფო დეპარტამენტის პირდაპირი ჩართვა. ეს ინტერნეტ-მომსახურებაა, რომელიც 20 ჟურნალისტთან ერთდროულად დაკავშირების საშუალებას იძლევა. „მათ მხოლოდ ერთი ღილაკი სჭირდებათ ჩვენთან დასაკავშირებლად. სტუდიაში ერთ-ერთი ჩვენი წარმომადგენელი იჯდება და ჟურნალისტების მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს პირდაპირ რეჟიმში გასცემს პასუხს. ეს მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ მცხოვრები ჟურნალისტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამერიკის ოფიციალურ პირებს პირადად დაუსვან შეკითხვა.“

უცხოელ ჟურნალისტებსა და მთავრობებს შორის აქტიური ურთიერთობის დამყარება უმნიშვნელოვანესი ნაწილია დაბალანსებული მედიის არსებობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს მსოფლიოს ყველა ნაწილში ჟურნალისტებთან თანამშრომლობას თავისუფალი პრესის ხელშეწყობის მიზნით, როგორც ამერიკაში ასევე საზღვარგარეთ.