ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას 142 ადამიანი ემსხვერპლა

Pukhrayan village, India, approximate site of the derailment

მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის გამო დაღუპულთა რიცხვი დღეს 142-მდე გაიზარდა, მაგრამ მაშველები ამბობენ, რომ შესაძლოა ვაგონებში მეტი ადამიანი იყოს მომწყვდეული.

მაშველებმა და მოხალისეებმა ლიანდაგიდან გადასული სამგზავრო მატარებლიდან 220-ზე მეტი დაშავებული ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 75 ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ 14 ვაგონიანი შემადგენლობის ლიანდაგიდან გადავარდნა რამ გამოიწვია.

პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს ტვიტერის მეშვეობით მიუსამძიმრა.