"სენდი" ბაჰამის კუნძულებისკენ მიიწევს

"სენდი" მეორე კატეგორიის შტორმია, რომლის სიჩქარე 170 კმ/სთ-ია
ქარიშხალი " სენდი" ბაჰამის კუნძულების მიმართულებით მოძრაობს. მან უკვე გადაუარა კარიბის კუნძულებს, კუბას, იამაიკასა და ჰაიტის. შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, " სენდი" მეორე კატეგორიის შტორმია, რომლის სიჩქარე 170 კმ/სთ-ია. ბაჰამის კუნძულების შემდეგ ქარიშხალი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს.
კუბაში ქარიშხალმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. იყო ასევე ძლიერი წვიმები თუმცა მსვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.