როგორც უფლებადამცველი ორგანიზცია "ჰუმან რაითს ვოჩი" იტყობინება, მოსულისთვის ბრძოლის უკანასკნელ დღეებში ერაყის არმიის დივიზიამ ათობით პატიმარი მოკლა. სამხედროების ეს შემადგენლობა ამერიკელმა ჯარისკაცებმა გაწვრთნეს.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საგანგებო ანგარიშში აშშ-ს მოუწოდა დაასრულოს ერაყის არმიის მე-16 დივიზიისთვის მანამ, ვიდრე ამ საკითხის გამოძიება არ დასრულდება. ერაყის მთავრობამ პირობა დადო, რომ შესაფერის ზომებს მიიღებდა კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ. თუმცა ჯერჟერობით არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია ბოლო ბრალდებებს უფლებადამცველების მხრიდან.