კონგრესი ტრამპის იმპიჩმენტის გამოსაძიებლად ახალ რეზოლუციას იღებს

კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კონკრეტული პარამეტრები პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიების ჩასატარებლად.

საპროცესო კენჭისყრა კომიტეტის თავმჯდომარეს საშუალებას აძლევს დანიშნოს მოსმენები, რათა გადაამოწმოს ინფორმაცია და განსაზღვროს გასცეს, თუ არა რეკომენდაცია იმპიჩმენტის მუხლებზე. ასევე, მოწმეებს ექნებათ საშუალება მისცენ უფრო ხანგრძლივი ჩვენებები, ვიდრე ეს აქამდე კომიტეტის წესდებით იყო განსაზღვრული.

რეზოლუცია, ასევე საშუალებას აძლევს ტრამპის იურისტთა გუნდს, რომ წერილობით წარმოადგინოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია.

„ამ პროცედურების მიღება არის შემდეგი ნაბიჯი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ იმპიჩმენტის მოსმენები იყოს ინფორმაციული, როგორც კონგრესისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ის ასევე, საშუალებას მისცემს პრეზიდენტს, რომ უპასუხოს მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს“ თქვა თავმჯდომარე ჯერი ნადლერმა.

იმპიჩმენტის მუხლებს კონგრესის მთლიანმა შემადგენლობამ უნდა მისცეს ხმა და საეჭვოა, რომ რესბულიკელმა სენატორებმა ხმა მისცენ პრეზიდენტის ოფისიდან დათხოვნას.