მუსიკა მწუხარების შესამსუბუქებლად

Your browser doesn’t support HTML5

მას შემდეგ რაც მეუღლე გარდაეცვალა, სერლინ როუზმა ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში მუსიკის დაკვრა დაიწყო საკუთარი მწუხარების შესამსუბუქებლად. ის, რაც ვაშინგტონში მცხოვრები ამ ქალისთვის თვით-თერაპიის მეთოდად დაიწყო, დღეს უამრავი ადამიანისთვის ნუგეშად იქცა.