წარმოადგენს თუ არა ჩინეთის რბილი ძალა საფრთხეს?

Your browser doesn’t support HTML5

ბოლო წლებში ჩინეთის ბაზარი ჰოლივუდის პროდიუსერებისთვის უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. ჩინელი ინვესტორები კი ამერიკულ კინო და გასართობ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ეს ორმხრივ სასარგებლო პროცესია, ზოგს კი ჰოლივუდში ჩინური ინვესტიციების ზრდა აშინებს.