აშშ უმაღლესი დიპლომატი ჩვეულ ამპლუაში

ავადმყოფობის შემდეგ ჰილარი კლინტონი სამსახურს უბრუნდება
ავადმყოფობის შემდეგ ოფისში ბრუნდება ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. თავის არეში თრომბის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო გასულ კვირას მან სამი დღე საავადმყოფოში გაატარა.

სახელმწიფო მდივანს ჯანმრთელობის პრობლემები ერთი თვის განმავლობაში აწუხებდა, როცა ჯერ კიდევ დეკემბერში მუცლის არეში ვირუსი აღმოუჩინეს. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა როცა კლინტონმა საკუთარ სახლში დაცემის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. გასულ კვირას ის საავადმყოფოდან გამოწერეს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო.

პირველ დღეს სახელმწიფო მდივანი თანაშემწეებთან შეხვედრებს დაუთმობს. კვირის ბოლოს ის ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის ხვდება.