გაამართლებს თუ არა იარაღის შეზღუდვის კანონი?

იარაღის ეროვნული ასოციაცია იარაღის შეზღუდვას კონსტიტუციის დარღვევად თვლის

Your browser doesn’t support HTML5

იარაღის კონტროლი


გასულ კვირას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბავშვების თანდასწრებით ხელი მოაწერა ბრძანებას, სადაც იარაღთან დაკავშირებული ძალადობის აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებებია ასახული.

„თუკი ამ ძალადობის შესამცირებლად ერთი ნაბიჯის გადადგმა მაინც შეგვიძლია, თუ ერთი სიცოცხლის გადარჩენა მაინც შეგვიძლია, უნდა ვიმოქმედოთ.“

მისი ბრძანება მოიცავს ფსიქიური დაავადებების მკურნალობის რეფორმას, პოლიციის დაფინანსებას ძალადობრივი ვიდეო თამაშების ეფექტებზე ტრეინინგების მიზნით და სხვა ღონისძიებებს. თუმცა, ობამას ბრძანებას კონგრესის მხრიდან მძაფრი წინააღმდეგობა ელის. პრეზიდენტს სურს, რომ კონგრესმა იარაღის ყველა მყიდველისთვის უნივერსალური მიდგომა შეიმუშავოს.

„თუკი თქვენ იარაღის ყიდვა გსურთ, დილერისგან თუ კერძო გამყიდველისგან, სულ ცოტა, უნდა აჩვენოთ, რომ არ ხართ სისხლის სამართლის დამნაშავე.“

ვირჯინიაში იარაღის მაღაზიის მფლობელი ჩანკ ნესბი ამბობს,რომ მკაცრი კანონები არ იმუშავებს.

„ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ამის შედეგად კრიმინალები წავლენ და იარაღის საშოვნელად ცნობებს გააკეთებენ? რა თქმა უნდა არა.“

პრეზიდენტი ობამა ასევე ითხოვს, რომ აიკრძალოს შემტევი სახის ავტომატური იარაღის და ისეთ მჭიდების გაყიდვა, სადაც 10-ზე მეტი ვაზნა ჩადის. მისი თქმით, ასეთი სახის იარაღით თავდამსხმელმა შარშან კოლორადოში 70-ზე მეტია ადამიანი დაიჭრა.

„ეს იარაღი შექმნილია საბრძოლო თეატრისთვის და არა კინოთეატრისთვის. ამაში ამერიკელთა უმრავლესობა დაგვეთანხმება“
პრეზიდენტის ინიციატივას რესპუბლიკელთა მკაცრი კრიტიკა ელის. მათ ასევ მხარს უჭერს იარაღის ეროვნული ასოციაცია, რომელიც იარაღის შეზღუდვას კონსტიტუციის დარღვევად თვლის.

ასოციაცია ახალი კანონმდებლობის მიღებას ითხოვს.
ობამას ბრძანება ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეკომენდაციებს. ბაიდენი მანამდე დაახლოებით 200 ადამიანს შეხვდა, მათ შორის ნიუთაუნში დაღუპული ბავშვების მშობლებს.

„არავინ იცის შეიძლებოდა თუ არა ამ უგუნური ქმედების თავიდან არიდება. მაგრამ ყველან ვიცით, რომ გვაქვს მორალური ვალდებულება გამოვიყენოთ ჩვენი ძალაუფლება რათა შევამციროთ ამგვარი ტრაგედიების შემთხვევები.“

პრეზიდენტი კონგრესისგან დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვს, თუმცა კონგრესში და სენატში აცხადებენ, რომ მათ ამისთვის რამდენიმე კვირა სჭირდებათ.