გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფთა ასოციაციის პრიზი მიიღო

"ნამე"

გიორგი შველიძემ, რომელიც ზაზა ხალვაშის ფილმის "ნამეს" ოპერატორია, ამერიკის კინემატოგრაფთა ასოციაციის პრიზი მიიღო, კატეგორიაში Spotlight Award. პრიზის გადაცემა 10 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ხალვაშის ფილმის პრემიერა 2017 წელს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

1 თებერვალს, ფილმის ჩვენება აშშ-ში საქართველოს საელჩოშიც გაიმართა.

"ნამე" კინოაკადემიის პრემია "ოსკარზე" უცხოურენოვანი საუკეთესო ფილმის კატეგორიისთვის ერთ-ერთი ნომინანტი იყო, რომელიც საქართველომ 2018 წლის სექტემბერში გაიტანა კონკურსზე.