საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

კირიაკოს მიცოტაკისი, საბერძნეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი

საბერძნეთში ოპოზიციის კონსერვატორმა ლიდერმა კირიაკოს მიცოტაკისმა მემარცხენე პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა. ახალი პრემიერ-მინისტრი პოსტს ორშაბათს დაიკავებს.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 90 პროცენტი. შედეგები კი ასეთია: მიცოტაკისის ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 39.8 პროცენტი მოიპოვა, ციპრასის სირიზას პარტიამ კი 31.6.

ციპრასმა დამარცხება აღიარა და მოცოტაკისს გამარჯვება მიულოცა.