გერმანიაში მკაცრი შეზღუდვები შესაძლოა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდეს

გასული 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში მხოლოდ 24 საათში 410 ადამიანი გარდაიცვალა. მზარდი სიკვდილიანობისა და ინფიცირების პარალელურად კი გერმანიის კანცლერი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, მოქმედი მკაცრი შეზღდვების დეკემბრის ბოლომდე გახანგძლივებაზე ფიქრობს, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა საშობაო არდადეგებზე კოვიდ19-ის პანდემიის გამო შეზღუდვები ძალაში დარჩეს.

კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ამ დროისთვის გერმანიაში კოვიდ19 უკვე დაუდასტურდა 961 320 ადამიანს, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 14 771-ია. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსალოდნელ კრიზისზე ლაპარაკობენ. მაკლ კრეტშერმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლებელია გერმანიაში სამედიცინო დახმარების კოლაფსი შეიქმნას.

ასევე ნახეთ: მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები 60 მილიონს აღწევს

"საავადმყოფოებში მდგომარეობა შემაშფოთებელია. ჩვენ ვერ ვიძლევით სამედიცინო დახმარების გარანტიას მაღალ დონეზე,"- თქვა მაიკ კრეტშერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

არსებული ინფორმაციით შესაძლოა გერმანიაში სრულად დაიხუროს ბარები, რესტორნები და ყველა გასართობი ადგილები, ამ დრომდე ფუნქციონირებს სკოლები.