გერმანიაში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ

გუშინ გერმანიის პომერანიის ფედერალურ შტატში გამართულ არჩევნებში ცენტრისტული-მემარცხენე სოციალ დემოკრატები და ანტი-იმიგრანტული განწყობებით ცნობილი პარტია - გერმანიის ალტერნატივა ლიდერობენ.

საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ჩატარებული ეგზიტ-პოლების თანახმად მესამე ადგილზე 19 პროცენტით კანცლერ ანგელა მერკელის პარტია - ქრისტიან დემოკრატთა კავშირი გავიდა.

წინა-საარჩევნო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კანცლერ მერკელის მიერ შემუშავებული დევნილების პოლიტიკა. შარშან სირიის კრიზისის შედეგად გერმანიამ ათობით ათასი სირიელი ლტოლვილი მიიღო, პომერანიის ფედერალურმა შტატმა თავშესაფარი 25 000 ლტოლვილს გამოუყო.