ნინო არობელიძე ჩიკაგოში მე-4 ალბომზე მუშაობს

Your browser doesn’t support HTML5

ჩიკაგოში მცხოვრებმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, ნინო არობელიძემ მე-4 სოლო-ალბომზე დაიწყო მუშაობა. კომპოზიციების პირველი კრებული მან 2014 წელს გამოუშვა. ნინოს შეერთებულ შტატებში უკეთ იცნობენ, ვიდრე საქართველოში. ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში მას უკვე ასეულობით კონცერტი აქვს ჩატარებული.