ქართველი მეცნიერი აშშ-ში კიბოს დამარცხების გზებს ეძებს

Your browser doesn’t support HTML5

ქართველი მეცნიერი ლევან ზანდარაშვილი ერთ წელზე მეტია, ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიაში მუშაობს. ის დე-ენ-ემისა და ცილების ურთიერთქმედებას სწავლობს. მეცნიერი ვარაუდობს, რომ მისი კვლევის შედეგად, შესაძლოა კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტურობა გაიზარდოს.