ბერკლის კოლეჯის პროფესორს საქართველოში საზაფხულო სკოლის დაფუძნება სურს

Your browser doesn’t support HTML5

პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მრავალი ჟანრის მუსიკოს-შემსრულებელი... გიორგი მიქაძის ამერიკულ პორტფოლიოს რამდენიმე წლის წინ პროფესორობაც დაემატა. მას სურს, ცოდნა და გამოცდილება ქართველ მოსწავლეებს მეტად მოახმაროს და მათ პროფესიულ ზრდას, საქართველოში საზაფხულო სკოლის დაფუძნებით შეუწყოს ხელი.