ქართველი ბარიტონის "დომინანტური" ხმა კენედის ცენტრში

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონში დიდი წარმატებით ჩაიარა ვერდის ოპერა "ოტელოს" წარმოდგენამ, რომელშიც იაგოს პარტიას გიორგი გაგნიძე ასრულებდა. მედია აღფრთოვანებით წერდა ქართველ ბარიტონზე, რომლის დომინანტურმა ხმამ, ერთ-ერთი რეცენზიის მიხედვით, კენედის ცენტრის დარბაზი "მომხიბვლელი ხმის ვოკალური ბრწყინვალებით აავსო".