გალაკტიონი - 130: პოეზიის "ევერესტი", რომელსაც ვერავინ შეწვდა
Your browser doesn’t support HTML5
130 წლის წინ, ვანთან ახლოს, ჭვიშში დაიბადა გალაკტიონი, პოეტების მეფე და ერთადერთი სახალხო პოეტი. დაიბადა “თავის ქალა არტისტული ყვავილებით”, “ზარნიშნიანი წიგნი”, “ლურჯა ცხენები”, “მე და ღამე”, “მესაფლავე”; დაიბადა ბგერების მარტოსული ღმერთი, პოეზიის "ევერესტი", რომელსაც ვერავინ შეწვდა.