გარდაიცვალა ლეგენდარული ჯაზ პიანისტი სერ ჯორჯ შირინგი

გარდაიცვალა ლეგენდარული ჯაზ პიანისტი სერ ჯორჯ შირინგი

14 თებერვალს ქალაქ ნიუ იორკში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ჯაზ პიანისტი სერ ჯორჯ შირინგი.

ჯორჯ შირინგი ლონდონის ერთ-ერთ ღარიბ უბანში დაიბადა, 9 და-ძმიდან ის ყველაზე უმცროსი იყო. ჯორჯი დაბადებიდანვე უსინათლო იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის რომ ფორტეპიანოზე დაკვრა ადრეული ასაკიდან შეესწავლა. დაკვრა 4 წლისამ ლინდენ ლოჯის უსინათლოთა მუსიკალურ სკოლაში დაიწყო. მიუხედავ იმისა, რომ მას მრავალი შეთავაზება ჰქონა სტიპენდიების სახით, სწავლის ნაცვლად მან ადგილობრივ კლუბებში დაკვრა არჩია. ერთ-ერთ საღამოზე პიანისტი ცნობილმა ჯაზ კრიტიკოსმა, ლეონარდ ფედერმა შეამჩნია და რადიო BBC-ზე გამართულ კონცერტში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარა.

1947 წელს ჯორჯ შირინგი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, 1949 წელს კი საკუთარი კვინტეტი ჩამოაყალიბა, რომლის წარმატებული მუშაობის ნაყოფი კრებული “September in the Rain” გახდა. ერთ დღეში კრებულმა არნახული აღიარება მოიპოვა. პიველივე დღეს ცხრაასი ათასი ასლი გაიყიდა. მუსიკოსის აღიარება და ჯაზის სამყაროში სახელის დამკვიდრება ნიუ იორკის ლეგენდარულ ჯაზ კლუბში „ Birdland”-ში მოხდა. 1982-83 წლებში კი მელ თორმესთან ერთად მან ორი გრემის ჯილდო მოიპოვა.

ჯორჯ შირინგს, მისი განსაკუთრებული ნიჭისა და გამორჩეული შესრულების მანერის გამო ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა ღირშესანიშნავ ღონისძიებებზე. ის თეთრ სახლში პრეზიდენტების- ფორდის, კარტერისა და რეიგანის წინაშეც გამოსულა. მშობლიურ ინგლისში კი დედოფალ ელისაბედ მეორეს და პრინც ფილიპისთვის დაუკრავს. 1996 წელს უკვე სახელმოხვეჭილი პიანისტი დედოფალ ელისაბედის დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე საპატიო სტუმართა სისაში მოხვდა, სადაც მუსიკასა და ამერიკა-ინგლისის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის ბუკინგემის სასახლეში ორდენის კავალერის წოდება მიიღო. ამ დღიდან მუსიკოსი სერ ჯორჯ შირინგად იწოდება. თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას 300 მდე მუსიკალური კომპოზიცია აქვს შექმნილი, ნამუშევარია მე- 20 საუკუნის საუკეთესო ჯაზ მუსიკოსებთან. სამწუხაროდ 14 თებერვალს ის ნიუ იორკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.