კალიფორნია ბეწვეულის ყიდვა-გაყიდვას კრძალავს

Your browser doesn’t support HTML5

კალიფორნია ამერიკის პირველი შტატია, სადაც ცხოველის ბეწვისგან შეკერილი სამოსის და აქსესუარების ყიდვა-გაყიდვა იკრძალება. კანონი ძალაში 2023 წელს შედის. შემდეგი, სავარაუდოდ, ნიუ-იორკი იქნება. კალიფორნიის ახალმა რეგულაციამ ცხოველთა დამცველების აღტაცება და ბეწვეულით მოვაჭრეთა შეშფოთება გამოიწვია.