საფრანგეთში სამკაულების ქურდებს ჯერ კიდევ ეძებენ

საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ პარიზში სასტომრო "რიც კარლტონიდან" მოპარული სამკაულები ნაპოვნია, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილ ორ პირს ამ დრომდე ეძებენ.

დანაშაული ოთხშაბათს მოხდა და მასში 5 ადამიანი მონაწილეობდა.

ვიტრინის შუშების ჩამტვრევის შემდეგ მძარცველებმა დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულების მოპარვა მოახერხეს. მომხდარიდან მალევე პოლიციამ 3 ეჭვმიტანილი დააკავა. ერთ-ერთმა მათგანმა მოტოციკლით გაქცევა მოახერხა და მოგვიანებით სამკაულებით სავსე ჩანთა გადააგდო.