საფრანგეთმა ტერორისტულ გეგმასთან დაკავშირებით ბრალი სამ ქალს წაუყენა

საფრანგეთმა ნოტრ-დამის ტერორისტულ გეგმასთან დაკავშირებით ბრალი სამ ქალს წაუყენა.

პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან მანქანის აფეთქების ჩაშლილ გეგმასთან დაკავშირებით, საფრანგეთმა სამ ქალს ტერორისტულ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალი წაუყენა.

სამი ქალი, რომელთა ასაკი 19-დან 39 წლამდეა, გასულ კვირაში მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გაზის ბალონებით დატვირთული მანქანა აღმოაჩინეს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალები სავარაუდოდ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" გამოეხმაურნენ, რომელიც საფრანგეთში თავდასხმების მოწყობისკენ მოუწოდებს.