ფრანგი სტუდენტები განათლების რეფორმას აპროტესტებენ

Your browser doesn’t support HTML5

საფრანგეთში ახალი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო იმ დროს, როდესაც მთავრობა ჯერ კიდევ ცდილობს დააშოშმინოს ე.წ. „ყვითელჟილეტიანი“ არეულობის მონაწილეები, რომლებმაც გასულ კვირაში, გადასახადების გაზრდის და სოციალური უსამართლობის გაპროტესტებისას, ქვეყნის დედაქალაქი დაარბიეს. სამშაბათს, პარიზის ქუჩებში საშუალო სკოლის მოსწავლეები გამოვიდნენ.