ტრამპის მაღალჩინოსანი კაპიტოლიუმის თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო კომიტეტს ჩვენებას მისცემს

ჯეფრი კლარკი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს მუშაობდა თანამდებობაზე, პარასკევს წარმომადგენელთა პალატის წინაშე წარდგება. მან სპეციალურ ისაგამოძიებო კომიტეტის წევრების შეკითხვებს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შესახებ უნდა უპასუხოს.

იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი კლარკი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. ის იმ მოსაზრებასაც იზიარებდა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ჯო ბაიდენმა სწორედ ამის შედეგად გაიმარჯვა.

13 ოქტომბერს კომიტეტმა განაცხადა, რომ კლარკს სავალდებულო გამოცხადების მოწვევა გაუგზავნა და ის კომიტეტის წინაშე 29 ოქტომბერს უნდა წარმდგარიყო. გასულ კვირას 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტისთვის მისი ჩვენების მიცემა გადაიდო, რადგან მას ახალი ადვოკატი ჰყავდა. კომიტეტმა განაცხადა, რომ კლარკის დაკითხვა კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, გაიგონ, როგორ ცდილობდა წინა ადმინისტრაცია არჩევნების შედეგების შესახებ დეზინფორმაციის გაძლიერებას.