თეთრი სახლი შტატებისთვის, ტესტირების შესახებ სახელმძღვანელო მითითებებს ავრცელებს

ფედერალური მთავრობა, აცხადებს რომ შტატებმა კოვიდ -19-ზე ტესტირება უნდა განაგრძოს.

თეთრის სახლის მიერ გამოცემულ ერთგვარ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ტესტირების პროგრამებს, ფედერალური მთავრობის მხარდაჭერით, შტატების ადგილობრივი ხელისუფლება მართავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პროცესში ფედერალური მთავრობა მოქმედებს, როგორც საბოლოო დახმარების მიმწოდებელი. ამასთან, პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტესტირების გაგრძელების მხრივ პრობლემა არ შექიმნება და რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივ მთავრობებს, ეს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა უსაფრთხოდ ჩაატარონ.

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების 3 000 000 - ზე მეტი დადასტურებული შემტხვევა ფიქსირდება. მათ შორის დაახლოებით ერთი მესამედი წილი აშშ-ზე მოდის. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, შეერთებულ შტატებში, უკვე აღემატება 55 ათასს.

ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდნეტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ჯამში, კორონავირუსით ქვეყანაში 60 000 – 70 000 - მდე ადამიანიშეიძლება გარდაიცვალოს.

ერთი კვირით ადრე კი პრეზიდენტი 50 000 - დან 60 000-მდე ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობდა.