აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უცხოელ ლობისტებს მეტად დააკვირდება

უცხოელი ლობისტები უფრო მეტ ინფორმაციას ასაჯაროებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავიანთი საქმიანობის შესახებ. ამ ტენდენციის მთავარი კატალიზატორი კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გამკაცრებაა.

ეს კანონი იუსტიციის დეპარტამენტში რეგისტრაციას ავალდებულებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალებს, იურიდიულ ფირმებს და სხვა უწყებებს, რომლებიც ამერიკაში უცხო ქვეყნების მთავრობების სახელით მოქმედებენ.

წარსულში არაერთ ლობისტს ამ მოთხოვნის უგულვებელყოფა მოუხდენია არაეფექტური მონიტორინგის და კანონის შესრულებაზე მეთვალყურეობის ნაკლებობის გამო.

ამ კანონთან ნებაყოფლობით თავსებადობა 2016 წლის შემდეგ გაიზარდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი მენეჯერის პოლ მანაფორტის ლობისტური საქმიანობის შესახებ მეტი დეტალი გახდა ცნობილი.