მოსკოვი "ფეისბუქს" დაჯარიმებით ემუქრება

მოსკოვი "ფეისბუქს" დაჯარიმებით ემუქრება, თუკი ის არ წაშლის იმ შინარსის მასალას, რაც რუსეთის ხელისუფლებას არალეგარულად მიაჩნია. ჯარიმის ოდენობა, რუსეთში მიღებული მოგების 10%-მდე განისაზღვრება.

მანამდე, რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო რეგულატორმა, „როსკომნადზორმა“, სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ისინი გეგმავდნენ „ფეისბუქის“ რუსული წარმომადგენლობისთვის გაეგზავნათ შეტყობინება, სადაც ნათქქვამია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, აკრძალული ინფორმაცია ქსელიდან არ წაშლილა.

ასევე ნახეთ: ტექნოლოგიებში კვლავ ამერიკული ბრენდები ლიდერობენ, ჩინეთმა კი ევროპას გადაუსწრო 

შეტყობინებაშივე წერია, რომ თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, მას „რუსეთში მიღებული მოგების 5% ან 10%-ის ოდენობა, ჯარიმის სახით დაეკისრება.

„ვედმოსტი დეილი“ იტყობინება, რომ "ფეისბუქის" დარღვევები მოიცავს „ბავშვთა პორნოგრაფიას, ნარკოტიკების გამოყენების და ექსტრემისტული შინაარსის პოსტებს.“

უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე მოსკოვმა ზეწოლა გასული წლიდან გაზარდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს არის მოსკოვის გრძელვადიანი ძალისხმევა, ინტერნეტის თავის სეგმენტზე უფრო მეტი კონტროლის მოსაპოვებლად. ეს ასევე მიზნად ისახავს, აიძულოს კომპანიები, რუსი მომხმარებლების პირადი მონაცემები, რუსეთის ტერიტორიაზე იყოს შენახული.

მას შემდეგ, რაც კიდევ ერთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, „იუთუბმა“ რუსეთის სახელმწიფოს მიხერ მხარდაჭერილი მაუწყებლის, RT-ის გერმანული არხები თავისი ვებგვერდიდან მოხსნა, რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეო-ჰოსტინგს დაბლოკვით დაემუქრა.

მიმდინარე წლის დასაწისში, „როსკომნადზორმა“, ოფიციალური წერილით მიმართა „ფეისბუქსა“ და სხვა სოციალური მედიის კომპანიებს, პლატფორმიდან მოეხსნათ ვიდეოები, რომელიც „არასრულწლოვნებს ანტი-სამთავრობო აქციებში მონაწილეობისგკენ მოუწოდებდა“ - მას შემდეგ, რაც კრემლმა რუსი ოპოზიციონერი, ალექსი ნავალნი დააკავა.

ასევე ნახეთ: „ფეისბუქის“ აუდიო ოთახები - კონკურენცია იზრდება

„ვედმოსტი დეილი“, ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში „ფეისბუქის“ წლიური ბრუნვა დაახლოებით 12 მილიარდ რუბლს აღწევს, რაც 165 მილიონი დოლარია.

„როსკომნადზორს“ ფეისბუქის წინააღმდეგ, მხოლოდ წელს, 17 განსახვავებული საქმის წარმოება აქვს დაწყებული. მოსალოდნელი ჯარიმის დაახლოებითმა რაოდენობამ შესაძლოა 64 მილიონ რუბლს მიაღწიოს.