სააკაშვილი ამბობს, რომ ის საქართველოშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 8-წლიანი დევნილობის შემდეგ, დაბრუნდა ქვეყანაში მიუხედავად საფრთხისა, რომ მას დააკავებდნენ ჩამოსვლის მომენტში. ეს იმ ფონზე, როცა ხვალ არჩევნებია საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ტარდება.

"ყველაფერი გავრისკე, გავრისკე თავისუფლება და სიცოცხლე ბათუმში დასაბრუნებლად," - თქვა მან ვიდეოში და მოუწოდა ყველას, მივიდნენ ხვალ არჩევნებზე და ხმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მისცენ.

ასევე ნახეთ: სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოშია, შსს აცხადებს, რომ საზღვარი არ გადმოუკვეთავს

53 წლის სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-13 წლებში იყო, როცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოვიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დამოუკიდებელ ტელეარხ "ფორმულას" უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთია.

დადასტურების შემთხვევაში, სააკაშვილის დაბრუნება მუნიციპალური არჩევნების წინ, ფსონებს გაზრდის იმ ფონზე, როცამმართველი გუნდი თანდათან უფრო არაპოპულარული ხდება.

სააკაშვილს საქართველოს დღევანდელი მთავრობა ეძებს და მას დაუსწრებლად ბრალი აქვს წაყენებული ძალაუფლების გადამეტებისთვის. ამ ბრალდებებს თავად სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.