ევროკავშირში აცხადებენ, რომ ამერიკულ კომპანია „გილეადთან“ კოვიდ-19-ის სამკურნალო ერთ-ერთი პრეპარატის მისაღებად შეთანხმებას მიაღწიეს და იმედოვნებენ, რომ მომავალში რემდესევირის მეტ რაოდენობას მიიღებენ.
30 000 პაციენტის სამკურნალოდ საკმარისი წამლის შესაძენად, ევროკავშირი 74 000 000 ევროს გადაიხდის.
ასევე ნახეთ:
ამერიკა დღეს კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაზე გადავიდაიმავე კომპანიასთან, 500 000 დოზის შეძენასთან დაკავშირებით, ამერიკამ შეთანხმებას ივნისში მიაღწია.
ევროკავშირთან შეთანხმების მიხედვით, ერთი პაციენტის მკურნალობა 2 100 ევრო ჯდება.
ევროპული ქვეყნების უმეტესობამ, პანდემიის პიკი უკვე გადაიარა, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მეორე ტალღის დაწყებას შიშობენ.