ეგვიპტელები არჩევნების შედეგებს ელიან. ისტორიული საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაგეგმილზე ერთი დღით გვიან, სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოცხადდება. თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია, ეგვიპტის ძლევამოსილ "მუსლიმთა საძმოსთან" ერთად ჯერ-ჯერობით ლიდერობს. მას მეტოქეობას უწევს ალ ნურის პარტია რომელიც ულტრა კონსერვატიულია. ქვეყნის მმართველობაში მყოფი სამხედროები არჩევნებს დადებითად აფასებენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კი მიულოცა სრულიად ეგვიპტეს ეს წარმატება.