ეგვიპტე ისლამური სახელმწიფოს აქტივისტის მკვლელობას იუწყება

ეგვიპტის პოლიცია აცხადებს, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ძებნილი აქტივისტი მოკლა, რომელიც ქვეყანაში მომხდარი რამდენიმე აფეთქების უკან იდგა.

სამინისტროს ცნობით ძებნილი აშრაფ ალი ელ-ღარაბლი დედაქალაქ ქაიროში მას შემდეგ მოკლეს, რაც მან დაპატიმრების შემდეგ გაქცევა სცადა.