შემთხვევა დეტროიტის აეროპორტში

მებაჟეებმა ცრუ ჩვენების გამო საუდის მოქალაქე დააპატიმრეს
საუდის არაბეთის მოქალაქე დეტროიტის აეროპორტის საბაჟოზე მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სამგზავრო ბარგში ელექტროქვაბი აღმოუჩინეს. ჰუსეინ ალ-კვავაჰირი მებაჟეებმა აეროპორტში თავდპირველად პასპორტში ერთი ფურცლის არქონის გამო დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ასაფეთქებელი საშუალებებით სავსე ელექტროქვაბი გასულ თვეს ბოსტონის მარათონის ტერაქტის დროს იქნა გამოყენებული. უსაფრთხოების თანამშრომელთა განცხადებით, ალ-კვავაჰირმა თავდაპირველად განმარტა, რომ ელექტროქვაბი დისშვილისთვის საჩუქრად მიჰქონდა. თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება შეცვალა, რის შემდეგაც პოლიციამ იგი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაპატიმრა.