დაღესტანში შეტაკება მოხდა

დაღესტანში შეტაკება მოხდა

შეტაკება მოხდა დაღესტანში. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით რუსმა სამართალდამცავებმა ორი ამბოხებული მოკლეს.ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, შეტაკება მახაჩყალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოყვა. სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, ანტიტერორისტული სტრუქტურის ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ ლიკვიდირებული პირები ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყვნენ კავშირში და მილიციის თანამშრომელთა მკვლელობების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.