თავდასხმა მოხდა დაღესტანში

თავდასხმა მოხდა დაღესტანში. დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მთავარი ანტიტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელი მოკლეს. გაპალ გაჯიევი მახაჩყალის პოლიციაში ანტი-ექსტრემისტულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სამი დღის წინ კი ჩრდილოეთ ოსეთში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა. დაღესტანში, რომელიც ძირითადად მუსულმანებით დასახლებული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკაა, თავდასხმები და აფეთქებები ყოველდღიურ მოვლენად იქცა.