ამერიკელი კონგრესმენები კუბაში ჩადიან

დელეგაცია კუბის მთავრობასთან ერთად კუნძულის ეკონომიკისა და დაპატიმრებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ იმსჯელებს
ამერიკელი კანონმდებლები კუბაში ჩადიან, სადაც კუნძულის ეკონომიკურ ცვლილებებსა და დაპატიმრებული ამერიკის მოქალაქეთა სტატუსზე იმსჯელებენ.

5 სენატორის და 2 წარმომადგენელთა პალატის წევრის შემადგენლობის მქონე დელეგაციას დემოკრატი სენატორი პატრიკ ლიჰი ხელმძღვანელობს. ვიზიტი კუბაში სამ დღეს გასტანს .

სენატორი ლიჰი ანალოგიურ დელეგაციას გასულ წელსაც ხელმძღვანელობდა. მაშინ კანონმდებლები პრეზიდენტ რაულ კასტროს და მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ.