Covid-19: შემთხვევების რაოდენობა საქართველოში გაორმაგდება

Your browser doesn’t support HTML5

ახალი კორონავირუსით საქართველოში მესამე ადამიანი დაიღუპა, 86 წლის ქალბატონი ინფექციური პათოლოგიის ცენტრში დღეს გარდაიცვალა. ინფიცირებული 196 ადამიანია, 46 გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზით, კვირის ბოლომდე Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში გაორმაგდება.