ამერიკაში კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევაა

აშშ-ში, ე.წ. „ჩინური ვირუსის“ 5 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ, ფედერალური ჯანდაცვის ოფიციალური პირები ავრცელებენ და ვირუსით ინფიცირების კიდევ უფრო მეტ შემთხვევას ელოდებიან.

აშშ-ის რესპირატორულ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ხუთივე ინფიცირებულს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, კორონავირუსით ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა.

პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ისინი ჰოსპიტალში არიან იზოლირებული.

გარდა ამისა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 26 შტატში, 100 საეჭვო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს.

თავად ჩინეთში, კი სადაც ვირუსის კერაა, ოფიციალური მონაცემებით, 81 ადამიანი დაიღუპა - 2 700 კი ინფიცირებულია.

ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, თუმცა ჩინელმა მედიკოსებმა დანამდვილებით იციან, რომ ინკუბაციის პერიოდი შესაძლოოა 14 დღემდე გაგრძელდეს. წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსი ინკუბაციის პერიოდში ვრცელდება.