25 ივნისს, საბერძნეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, გამარჯვება და მანდატების უმრავლესობა კონსერვატორთა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა. დღეს, 26 ივნისს, საარჩევნო კომისიის განცხადებით, თითქმის ყველა ხმა უკვე დათვლილია.
ასევე ნახეთ: საბერძნეთში არჩევნები მიმდინარეობსკირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ, "ახალმა დემოკრატიამ" ხმების 40%-ზე მეტი მოიპოვა. მან მემარცხენე ალექსის ციპრასს თითქმის 22%-ით მოუგო და ის ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდა. მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარცხენე პარტია "სირიზმას" წილად ხმების 17.8% ერგო.
მიცოტაკისი ყოფილი ბანკირია, რომელმაც განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო. მისასალმებელ სიტყვაში, მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და თქვა: "სასწაულებს ვერ დაგპირდებით, მაგრამ მოვალეობის ერთგული ვიქნები".
მიცოტაკისმა საკანონმდებლო ორგანოში 300-დან 158 საპარლამენტო მანდატის მოპოვება შეძლო. მის მიერ ფორმირებული მთავრობა საბერძნეთს შემდეგი 4 წლის განმავლობაში გაუძღვება.